პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტის მიხედვით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას უხუცესი დეპუტატი გახსნის
ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას უხუცესი დეპუტატი გახსნის. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შედის, რომელიც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.
მოქმედი რეგლამენტით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი ხსნის და სიტყვას სხდომაზე დამსწრე პარლამენტის უხუცეს წევრს აძლევს.
ცვლილებებით კი, შესაბამის მუხლზე ხდება დამატება იმის, რომ, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას უხუცესი დეპუტატი გახსნის.