ახალ ზელანდიაში დაწყებითი და საშუალო სკოლის 30 ათასამდე მასწავლებელი გაიფიცა
ახალ ზელანდიაში დაწყებითი და საშუალო სკოლის 30 ათასამდე მასწავლებელი გაიფიცა.
მათი მთავარი მოთხოვნას ანაზღაურების ზრდა და კლასში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებაა. ეს ბოლო 24 წლის განმავლობაში გაფიცვის პირველი შემთხვევაა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციის გამო, ქვეყნის მასშტაბით ასობით სკოლა დაიხურა და შესაბამისად სწავლა 400 ათასამდე მოსწავლეს შეუწყდა. იმ შემთხვევაში თუ მასწავლებელთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პედაგოგები კიდევ 2-დღიანი გაფიცვის მოწყობას გეგმავენ.
გაფიცვას გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომლის თქმითაც რადიკალური ცვლილებების გატარებას დრო სჭირდება.