ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოების გამო, გლდანის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კომპანიამ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალსადენისა და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი სრულად შეცვალა. მათივე ცნობით, განახლებულ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყო. პროექტში კომპანიამ სამ მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ახალი მაგისტრალური ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, ეტაპობრივ გადაერთებით სამუშაოებს იწყებს.
კომპანიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე გადაერთებითი სამუშაოები გლდანის მე-7 და მე-8 მიკრორაიონებში ჩატარდება. კომპანიის ტექნიკური ჯგუფების, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოებს ღამის საათებში განახორციელებენ.
ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით 23 და 25 ივლისს საღამოს 21:00 საათიდან მომდევნო დღის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის რაიონში:
გლდანის VII მიკრორაიონის N 1, 1ა, 1ბ, 2, 3, 4, 4ა, 5, 6, 6ბ, 7, 7ვ, 8, 9, 9ა, 9ბ, 9ვ, 19ა კორპუსებს.
ხოლო 24 და 26 ივლისს საღამოს 21:00 საათიდან მომდევნო დღის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის რაიონში: გლდანის VIII მიკრორაიონის N 1, 2, 3, 4, 6, 7, 8, 9, 10, 11, 23, 28, 24, 25, 26, 27, 29, 30, 31, 32, 33 კორპუსებს.