კახა კახიშვილი მისი მთავარი პროკურორობის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატი კახა კახიშვილი მისი მთავარი პროკურორობის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
როგორც ჟურნალისტებს კახიშვილმა განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე საუბარი არ არის.
„პირდაპირ გეუბნებით, ახლა ამაზე საუბარი არ არის. ამ თანამდებობაზე ჩემი სახელი და გვარი არაერთხელ დასახელდა, მაგრამ რაიმე აქტივობას ხედავდით?”, – განაცხადა კახიშვილმა.