აკაკი ზოიძემ პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადება შესაძლოა, მიმდინარე კვირაში გააკეთოს
აკაკი ზოიძემ პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადება შესაძლოა, მიმდინარე კვირაში გააკეთოს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ შესაძლოა, პარლამენტი დატოვოს.

საქართველოს პირველის არხის ინფორმაციით, აკაკი ზოიძემ საკუთარი გადწყვეტილების თაობაზე ინფორმაცია „ქართულ ოცნებას“ და მმართველი გუნდის ლიდერებს უკვე მიაწოდა.

არსებული ინფორმაციით, აკაკი ზოიძე განცხადების გაკეთებას მიმდინარე კვირაში გეგმავს.

კენჭისყრაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ, აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკურ ტაიმ-აუტს იღებდა და გადაწყვეტილებას საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე მიიღებდა.