აკაკი ზოიძე - ოპოზიციის მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია
აკაკი ზოიძე - ოპოზიციის მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია, რადგან მოლაპარაკება მოთხოვნების წამოყენებასა და მერე კაპიტულაციაზე თანხმობის მოთხოვნას არ ნიშნავს.

აკაკი ზოიძე ვადამდელი არჩევნებისა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მოთხოვნების ფორმა მოლაპარაკებების არანაირ სახელმძღვანელოში არ ჯდება.

„თუ რეალურ კონსულტაციებზე საუბრობენ, მზად ვართ, იმ ხარვეზის გამოსასწორებლად, რომელიც საარჩევნო პროცესში დაფიქსირდა. ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ დიალოგისთვის, რომ ერთობლივად უკეთესი არჩევნების ჩატარება შევძლოთ. ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია. თვითონაც კარგად იციან, რომ ეს აზრს მოკლებულია და ამაზე საუბარი არასწორია, რადგან საარჩევნო ციკლები არსებობს. ვადამდელი არჩევნების საფუძველს ვერ ვხედავ. პროპორციული სისტემის შანსი ჰქონდათ და ახლა ბრალის აქეთ გადმოტანა, არაეთიკურია. რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი სჭირდებათ, თითქოს, ხელისუფლებას შეუვალი პოზიცია უჭირავს, მაგრამ მაშინ დემოკრატია გავაუქმოთ, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩავატაროთ და პარლამენტში პარტიები პირდაპირ მაგის მიხედვით დავნიშნოთ”, – განაცხადა ზოიძემ.