„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ტელევიზია ეს არის ელემენტარული მეხუთე კოლონა, რომელიც მოქმედებს ძალაუფლების მოპოვების მიზნით, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რათა ამით გამოიწვიოს ადამიანების უკმაყოფილება და სანაცვლოდ მიიღოს ხელისუფლების ცვლილება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ განაცხადა.
როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ წამლავს მთელ ქვეყანას და მათ შორის ახალგაზრდებს.
„ამ სცენარში სჭირდება ყველ ის პროვოკაცია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები ახორციელებს. შესაბამისად, მცდელობა, რომ გააღიზიანოს ოკუპანტი, მათ მაქსიმალური სანქცია მიიღონ და მეტი ადამიანი იყოს უკმაყოფილო. ეს ადამიანები გვარამიასა და გაბუნიას უკმაყოფილოები კი არ იქნებიან, არამედ იქნებიან ხელისუფლების უკმაყოფილები. შესაბამისად, ნებისმიერი აღშფოთება, წინააღმდეგ ქმედება ან პროვოკაციებიც მონათლული იქნება როგორც ხელისუფლების მხრიდან მართული. ძალიან ზედაპირზე დევს ყველა ის მცდელობები, რასაც პარტიული ტელევიზია ახორციელებს. არ მინდა, რომ კვლავ ვსაუბრობთ ნაციონალურ მოძრაობაზე მაგრამ მართლა ეს პოლიტიკური შავი ჭირი ვერ მოვაცილეთ ამ ქვეყანას,წამლავენ ყველაფერს და მათ შორის იმ ახალგაზრდებს, ვინც თავისი გულის და სინდისის კარნახით მიიჩნევს, რომ გახარიას გადადგომა ოკუპაციის შეწყვეტის ტოლფასია“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.