აკაკი ზოიძე - მოვუწოდებთ მხარდამჭერებს, ფინანსური კონტრიბუცია სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდში შეიტანონ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, აკაკი ზოიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მხარდამჭერებს, მათ შორის ფინანსურ კონტრიბუტორებს, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებთ მხარდამჭერებს, რომ ფინანსური კონტრიბუცია, რომლის შეტანასაც აპირებდნენ ჩვენი პარტიისთვის, ამ შემთხვევაში გააკეთონ ეს კონტრიბუცია სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდში. გარდა ამისა, საჯაროდ, ნებისმიერ შეხვედრაში, განცხადებაში, ნებისმიერ შეხვედრის დროს მოსახლეობასთან, მე პირადად ვაპირებ, რომ მხარი დავუჭირო და მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისივე თქმით, სწორედ სალომე ზურაბიშვილი შეძლებს ყველზე უკეთ პრეზიდენტის ინსტიტუტი სახელისუფლებო შტოების კარგ საპირწონე ინსტიტუციად გადააქციოს და შეასრულოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები.