აკაკი ზოიძე - მნიშვნელოვანია, არსებობდეს რაც შეიძლება მეტი კრიტიკული, ობიექტური არხი, რათა ხელისუფლება ფორმაში იყოს
მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს რაც შეიძლება მეტი კრიტიკული, ობიექტური არხი იმისათვის, რომ ხელისუფლება ფორმაში იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა.
როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ობიექტური და მწარედ კრიტიკული ტელევიზიები არსებობდეს დემოკრატიის განვითარებისა და იმისთვის, რომ თავად ხელისუფლების ეფექტიანობა ამაღლდეს.
„მომწონს „რუსთავი 2“, რომელიც იქნება კრიტიკული, ობიექტური და მთავრობის მიმართ მკაცრად კრიტიკული, მაგრამ სასურველია ობიექტურობა არ იყოს მხოლოდ გინების სიღრმესა და სიმწვავეზე დამოკიდებული. ილუზია შევქმნათ, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, ხელისუფლება უკურეაქციას მიიღებს და არც ერთ ჭკვიან ხელისუფლებას არ აქვს იმის სურვილი, რომ ჩაახშოს სიმართლის თუ ობიექტურობის ხმა, ვისაც თავის ქვეყნის განვითარება მართლა უნდა. ხელისუფლება ორი წლის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასრულებდა. ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა, რომ დროებითი შეკავების ნორმა რაიმე სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.