აკაკი ზოიძე - მივიჩნევ, რომ მსოფლიოში ნებისმიერი სიგარეტის ბიზნესი უნდა გაკოტრდეს ხვალვე, სიგარეტის ბიზნესი არის სიკვდილის ბიზნესი
აკაკი ზოიძე - მივიჩნევ, რომ მსოფლიოში ნებისმიერი სიგარეტის ბიზნესი უნდა გაკოტრდეს ხვალვე, სიგარეტის ბიზნესი არის სიკვდილის ბიზნესი

მივიჩნევ, რომ მსოფლიოში ნებისმიერი სიგარეტის ბიზნესი უნდა გაკოტრდეს ხვალვე, სულ ერთია ეს იქნება ქართული, თუ საერთაშორისო, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სიგარეტის ბიზნესი არის სიკვდილის ბიზნესი.

„მე ზოგადად სიგარეტის ბიზნესზე რა წამოდგენაც მაქვს, კარგად იცით. ვთვლი, რომ ნებისმიერი სიგარეტის ბიზნესი მსოფლიოში უნდა გაკოტრდეს ხვალვე”, – განაცხადა ზოიძემ.

მისი თქმით, ტელეკომპანია “იბერიას” მიერ გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობა აუცილებლად უნდა დადგინდეს.

„დიდი შანსია, რომ ეს იყოს თაღლითობა. ადრე ამას ერქვა აფერისტობა, რომ ადამიანები ახსენებენ კონკრეტულ სახელებს, თითქოს მათ აქვთ, უფლებამოსილება გადაწყვიტონ საკითხები. რაც კაცობრიობა არსებობს, ასეთი აფიორებიც არსებობს. ამიტომ შეიძლება იყოს თაღლითობა, შეიძლება იყოს კორუფციის ნიშნები. თუ სიმართლეა, უმკაცრესი რეაგირება იქნება საჭირო. მაგრამ ეს არ ათავისუფლებს ტელეკომპანია „იბერიას“ გადასახადების გადახდის ვალდებულებისგან,  მფლობელები თავის ჟურნალისტებზე ზეწოლას ახდენენ. ჩვენი მიზანია, გადასახადები ამოვიღოთ, იყოს სამუშაო ადგილები და არა ის, რომ ვიღაც გააჩერო და დააჯარიმო, მაგრამ მედიათავისუფლებაზე აპელირება გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.