აკაკი ზოიძე - მეუფე იაკობის პარლამენტში დაბარებაზე გიგი უგულავას განცხადება ისეა, როგორც წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდეს
აკაკი ზოიძე - მეუფე იაკობის პარლამენტში დაბარებაზე გიგი უგულავას განცხადება ისეა, როგორც წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდეს

ოპოზიციის ერთადერთი ამოცანაა, ნებისმიერი ამბის გასკანდალება ან სკანდალის გამოყენება, თუნდაც მეუფე იაკობის განცხადებების, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ „ევროპული საქართველოს“ მიერ მეუფე იაკობის საქართველოს პარლამენტში დაბარებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„მაინტერესებს, რაში დასჭირდა მეუფეს გაუგონარი ამბების მოყოლა. რაც შეეხება ე.წ. ოპოზიციას, ოპოზიცია არის ერთი, ევრონაცები თუ ნაცები, განსხვავება მათ შორის არ არის. მათი ერთადერთი ამოცანაა, ნებისმიერი ამბის გასკანდალება ან სკანდალის გამოყენება, თუნდაც მეუფე იაკობის განცხადებები. უგულავას განცხადება კი ისეა, როგორც წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდეს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, პარტია მეუფე იაკობს პარლამენტში იბარებს.