აკაკი ზოიძე - მეორე ტურამდე საჭიროა ახალი საარჩევნო კამპანიის ჩატარება
აკაკი ზოიძე - მეორე ტურამდე საჭიროა ახალი საარჩევნო კამპანიის ჩატარება

შეიძლება შეცდომები იყო, მაგრამ იდეალური კანდიდატი გვყავს პრეზიდენტის უფლებამოსილებისთვის, რომელიც ამ თანამდებობას აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პირველმა ტურმა აჩვენა, რომ მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის პრობლემაა, მეორე ტურამდე საჭიროა ახალი საარჩევნო კამპანიის ჩატარება.

„ყველა ხედავს, რომ მეორე ტურთან მიმართებაში შეიცვალა სტრატეგია და ტაქტიკაც. გუნდი აკეთებს გადაწყობას ისევე, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი. უახლოეს მომავალში ყველა დაინახავს, რამდენად აქტიური იქნება წინასაარჩევნო კამპანია, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობით.

ვთქვით, რომ არის კომუნიკაციის პრობლემა, ეს პირველმა ტურმა დაგვანახა. პრობლემა არა მხოლოდ ის არის, რომ ვერ მიგვაქვს ჩვენი გზავნილი მოსახლეობასთან, არამედ პრობლემაა, რომ ჩვენთან ისე არ მოდის მოსახლეობის გზავნილი, როგორც საჭიროა. გზავნილი მივიღეთ პირველ ტურზე.  თითოეულ ინიციატივაზე მოსახლეობისგან რეაქცია უნდა მივიღოთ. იმ დროის განმავლობაში, რა დროც დარჩა, უნდა შევძლოთ სრულიად ახალი კამპანიის ჩატარება. შეიძლება შეცდომები იყო, მაგრამ იდეალური კანდიდატი გვყავს პრეზიდენტის იმ წონისთვის, უფლებამოსილებისთვის, რომელიც ამ თანამდებობას გააჩნია“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.