აკაკი ზოიძე - მჭირდება გარკვეული დრო გადასაფასებლად, პრაგმატული პოლიტიკა გონებით მესმის, მაგრამ როგორც ჩანს, გულით, არა
აკაკი ზოიძე - მჭირდება გარკვეული დრო გადასაფასებლად, პრაგმატული პოლიტიკა გონებით მესმის, მაგრამ როგორც ჩანს, გულით, არა

მჭირდება გარკვეული დრო გადასაფასებლად, დასაფიქრებლად ქვეყნის, ჩვენი გუნდისა და ჩემს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, პროცესების ქუჩაში გადასვლა არ არის ქვეყნისთვის კარგი.

„დღეს გვქონდა უმრავლესობის შეხვედრა, ვისაუბრეთ, მოვისმინე ჩემი კოლეგების პოზიციები მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მადლობა გადავუხადე კოლეგებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იმ დაპირებას, რომელიც ყველამ ერთად მივეცით საზოგადოებას. გულდაწყვეტილი ვარ იმ შედეგით, რაც საბოლოო ჯამში მივიღეთ და რაც მიმაჩნია, რომ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. მჭირდება გარკვეული დრო გადასაფასებლად, დასაფიქრებლად ქვეყნის მომავალთან, ჩვენი გუნდის მომავალთან, ჩემს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით. ამ არგუმენტებისა და სიტუაციების გააზრება, გარკვეული პაუზა მჭირდება ამისთვის და იმედი მაქვს, რომ ადამიანურად გამიგებთ. არც ერთ შემთხვევაში მე არ მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელიც დააზიანებს „ქართული ოცნების“ ფასეულობებს, რითაც ჩვენ მოვედით და იმ თანაგუნდელებს, რომელიც ერთგული არიან ამ ღირებულებების. შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება ამ მიმართულებით და ქვეყნისთვის საზიანო არ იქნება. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, პაუზა ეს არის, რომ უნდა დაფიქრდე და მერე ვიტყვი საბოლოოდ. ერთადერთი, რაც დასკვნა გამოვიტანე ჩემს თავში, ეს არის, რომ პრაგმატული პოლიტიკა გონებით მესმის, მაგრამ როგორც ჩანს, გულით, არა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.