აკაკი ზოიძე „ევროპულ საქართველოს“ პარტიის სახელწოდების შეცვლას ურჩევს
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „ევროპულ საქართველოს“ პარტიის სახელწოდების შეცვლას ურჩევს.
აკაკი ზოიძემ ოპოზიციურ პარტიას მსგავსი რჩევა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მისცა, სადაც შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი განიხილეს.
„გაურკვეველია, „ევროპული საქართველო“ რატომ გქვიათ მაშინ, როცა თამბაქოს კონტროლის წინააღმდეგი ხართ, რაზეც მთელი ევროპა დგას. თქვენ შრომის ინსპექციის წინააღმდეგიც ხართ. გირჩევთ, ევროპას თავი დაანებოთ და „ბაზარი დაარეგულირებს საქართველოს“ დაირქვათ. მსგავსი გზით თქვენი სულისკვეთება და ფილოსოფია გამოკვეთილი იქნება“, – მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ზოიძემ.