აკაკი წერეთლის როლის შემსრულებელი, ჟურნალისტი და მომღერალი ომარ ჩიტაია გარდაიცვალა
80 წლის ასაკში, ჟურნალისტი და ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი ომარ ჩიტაია გარდაიცვალა.
ოთხი ათეული წელი ომარ ჩიტაია საქართველოს ტელევიზიაში საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ჟურნალისტად მუშაობდა.
პარალელურად, კონსერვატორიის დასრულების შემდეგ, ხალხური სიმღერების ანსამბლში მღეროდა.
მის ცხოვრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტი იყო, როცა რეჟისორმა კონსტანტინე პიპინაშვილმა 1947 წელს, პატარა აკაკის წერეთლის როლში გადაიღო ფილმში „აკაკის აკვანი“.