აკაკი ჯინჭარაძე პარაწოლჭიმში ევროპის ჩემპიონია #1TVSPORT
აკაკი ჯინჭარაძე პარაწოლჭიმში ევროპის ჩემპიონია #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ევროპის ღია ჩემპიონატზე პარაწოლჭიმში ქართველი სპორტსმენი აკაკი ჯინჭარძე ( +107კგ.) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან 228 კილოგრამის დაძლევა მოახერხა და ჩვენს გუნდს პარაწოლჭიმში ისტორიული პირველი ოქრო მოუპოვა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე საქართველოს ნაკრების სახელით ვერცხლისმედალოსანი 80 კგ კატეგორიაში აჰმარ რაზმაზარი ორი დღის წინ გახდა. პარაწოლჭიმში თბილისი 2022 ევროპის ღია ჩემპიონატი გუნდური შეჯიბრით 29 სექტემბერს დასრულდება.