საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრებმა მსოფლიო თასზე ოთხი ოქროს, სამი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრებმა მსოფლიო თასზე ოთხი ოქროს, სამი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

კაიროში დასრულებულ 2023 წლის მსოფლიო თასის გათამაშების ბოლო დღეს საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრებმა ათი მედლის მოპოვება შეძლო.

მძიმე წონით კატეგორიაში აკაკი ჯინჭარაძემ ( +107კგ) 230კგ. დაძლია და ოქროს მედლები მოიპოვა როგორც ინდივიდუალურში, ასევე სამი მისვლის ჯამში.

მსოფლიო თასზე გიორგი ლაცაბიძემ მძიმე წონაში (+107კგ). 221 კილო დაძლია, ინდივიდუალურში ბრინჯაოს მფლობელი გახდა, სამი წარმატებული შედეგის ჯამში ვერცხლის მედალი მოიპოვა. იაგო გორგოძემ (-107კგ) 190კგ აწია და ოქროს მედალი მოიპოვა როგორც ინდივიდუალურ, ასევე სამი მისვლის ჯამში. დავით ქობალიამ (-107კგ) 155კგ დაძლია და როგორც ინდივიდუალურში, ასევე სამი მისვლის ჯამში ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა.

ტურნირზე გვანცა გულორდავამ (-61კგ) 68კგ. დაძლია და როგორც სამი მისვლის ჯამში, ასევე ინდივიდუალურში ვერცხლის მედლებს დაეუფლა.