პარაწოლჭიმი | ტაილანდის მსოფლიო თასზე ჯინჭარაძემ ოქროს, ლაცაბიძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
პარაწოლჭიმი | ტაილანდის მსოფლიო თასზე ჯინჭარაძემ ოქროს, ლაცაბიძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასზე პარაწოლჭიმში საქართველოს ნაკრების წევრები წარმატებულად ასპარეზობენ.

აკაკი ჯინჭარაძემ (+107კგ) ინდივიდუალურ ასპარეზობაში სამი მისვლის ჯამში 236კგ დაძლია და ტურნირზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. დღესვე შეჯიბრებაზე მეორე ქართველმა, გიორგი ლაცაბიძემ (+107კგ) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 229კგ აწია და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრები გუნდი ტაილანდში მსოფლიო თასის გათამაშებაზე ასპარეზობას განაგრძობს.