კესარია მგელაძე 14 წლამდე მოჭადრაკეთა შორის ევროპის ჩემპიონია #1TVSPORT
კესარია მგელაძე 14 წლამდე მოჭადრაკეთა შორის ევროპის ჩემპიონია #1TVSPORT

რუმინეთის ქალაქ მამაიაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი 14 წლამდე მოჭადრაკე გოგონათა შორის.

ბათუმელმა კესარია მგელაძემ 9-დან 7,5 ქულა მოაგროვა და ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

კონტინენტის პირველობაზე ასევე ბათუმელმა მარიამ ცეცხლაძემ 9-დან 7 ქულა აიღო და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.