აკაკი ბობოხიძე - საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას, მათ შორის დღევანდელს, არ აქვს და ვერ ექნება პრეტენზია გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილის ტერიტორიულ კუთვნილებაზე
საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას, მათ შორის დღევანდელს, არ აქვს და ვერ ექნება პრეტენზია სამონასტრო კომპლექსის ნაწილის ტერიტორიულ კუთვნილებაზე, სამწუხაროდ, სამონასტრო კომპლექსის ნაწილი არის აზერბაიჯანის ისეთ ტერიტორიაზე, რომელზეც ჩვენ პრეტენზია არ გვაქვს და ვერ გვექნება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განუცხადა.
როგორც აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, დავით გარეჯის მეორე ნაწილი არის ისეთ ტერიტორიაზე, რომელზეც აზერბაიჯანს ტერიტორიული კუთვნილების თვალსაზრისით პრეტენზია არ აქვს და ის არის დღესაც მათი მხრიდან აღიარებული ჩვენს ტერიტორიად.
„არის ნაწილი ტერიტორიისა შეუთანხმებელი. ამ შეუთანხმებელ მონაკვეთებს სჭირდება შეთანხმება. ხოლო ის, რომ თანხმობა არ არის, ნიშნავს ერთ რამეს, საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე არ არის თანხმობა, რადგან საქართველოს მხარე არ თანხმდება, ანუ ეს ნაწილი მიგვაჩნია სადავო ტერიტორიად, რადგან ამ ნაწილს ჩვენ განვიხილავთ როგორც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიად, მაგრამ საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, როდესაც ლაპარაკი არის დავით გარეჯის მიტაცებაზე, ეს არ ეხება მთავარ ლავრას, რომელიც საქართველოს აღიარებულ ტერიტორუაზეა და ასევ არ შეეხება, ვერ შეეხება იმ კომპლექსის იმ ნაწილს, რომელიც ჩვენ მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარებულ ტერიტორიაზეა. თუ ღმერთმა ქნა და დადებითად გადაწყდა ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ნებისმიერ შემთხვევაში სამონასტრო კომპლექსის რაღაც ნაწილი დარჩება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რადგან ის არის დღევანდელი აზერბაიჯანის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ორ მეზობელს შორის ყოველთვის შეიძლება დათმობის გაკეთება სხვადასხვა ისტორიული საფუძვლის მოშველიებით, ამას სჭირდება ორივე მხარის ნება. სახიფათო პროცესი რატომ დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ, ივერი მელაშვილს სასამართლო პროცესზე მოუწევს აღიარება რატომ არ არის სასარგებლო 38, 36, თუ 35 წლის რუკები. უამრავი რუკებია, ერთ რუკაზე, რომ რაღაც სარგებელს ვნახულობთ, იგივე რუკაზე სხვა მონაკვეთზე ვღებულობთ ზარალს. ამიტომ ყველა რუკას აქვს მისი ხარვეზიც ჩვენთვის საწინააღმდეგო და ჩვენთვის სასარგებლო ადგილებიც. ამიტომ ივერი მელაშვილს თუ მოუწევს იმის მტკიცება, რატომ არ არის ეგ რუკა, რატომ არ იძლევა ჩვენთვის რაღაცაში კარგ შედეგს, ხვალ ეს ივერი მელაშვილის არგუმენტები აზერბაიჯანელების მხრიდან რატომ არ გამოვიყენეთ ეს რუკა ჩვენ, რატომ? იმიტომ, რომ აქ სუსტია, აქ სუსტია, ეს უნდა თქვას ივერი მელაშვილმა, რამ მისცა საფუძველი რომ არ გამოეყენებინა მით უმეტეს, რომ ივერი მელაშვილი არ იყო კაცი, ვინც იღებდა გადაწყვეტილებებს. ივერი მელაშვილი უხსნიდა კომისიის წევრებს, რა ხიფათი იმალებოდა თუ ამა თუ იმ რუკას გამოვიყენებდით საფუძვლად, სად დაზარალდებოდა ქართული მხარე. გადაწყვეტილება უნდა მიეღო პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და არა ივერი მელაშვილს“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.