აკაკი ბობოხიძე - რამდენიმე დღეში წარვადგენთ ჩვენს ხედვას, არ ვიცი, რამდენად დაემთხვევა ის მელიას გეგმას, „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედებებში ჯერ არათანმიმდევრულობას ვხედავ
„ევროპული საქართველოს“ წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ოპოზიციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ხედვას რამდენიმე დღეში წარადგენენ.
მისივე თქმით, არ იცის, რამდენად დაემთხვევა „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილი ხედვა ნიკა მელიას გეგმას.
თუმცა, აკაკი ბობოხიძის განმარტებით, „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედებებში ჯერჯერობით ხედავს არათანმიმდევრულობას და მოქმედებებს, რომლებიც შედეგის მოტანის თვალსაზრისით არცთუ საიმედოა.
„რამდენიმე დღეში წარვადგენთ ჩვენს ხედვას, თუ როგორი უნდა იყოს ოპოზიციის სამოქმედო გეგმა. არ ვიცი, რამდენად დაემთხვევა ის მელიას მიერ შემოთავაზებულ გეგმას, ჯერჯერობით რასაც ვხედავ მათ მოქმედებებში, „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედებებში ვხედავ არათანმიმდევრულობას და ვხედავ მოქმედებებს, რომლებიც, ჩემი აზრით, შედეგის მოტანის თვალსაზრისით არცთუ ისე საიმედოა“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.