აკაკი ბობოხიძე - პარლამენტში ერთმანეთის ლანძღვა ორი კახპა, ბოზი ქალის ურთიერთობას მაგონებს
აკაკი ბობოხიძე - პარლამენტში ერთმანეთის ლანძღვა ორი კახპა, ბოზი ქალის ურთიერთობას მაგონებს

პარლამენტში ერთმანეთის ლანძღვა ორი კახპა, ბოზი ქალის ურთიერთობას მაგონებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ბატონებო, ცნობილია ფანტომის ეფექტი, როდესაც ადამიანი კიდევ დიდხანს გრძნობს მოკვეთილ კიდურს და აწუხებს. სამწუხაროდ, მოკვეთილი ფანტომის დონეზეც კი არ შეგრჩათ ნამუსი.  როგორც ჩანს, ეს კიდური არასდროს არ გქონიათ. სხვა ვერანაირი დასკვნა ვერ გამომაქვს, როდესაც ვუსმენ ბატონ ძიძგურს, ბატონ მათიკაშვილს, ბატონ კარლოს“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

„როდესაც საუბარია ზუგდიდში დაძაბულობაზე, ამ დაძაბულობის ინიციატორები თქვენ ხომ არ იყავით შემთხვევით? როდესაც ლაპარაკობთ, რომ მშვიდობიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს, იქნებ თქვენი პარტიის როლი არჩევნებში სიტუაციის დაძაბვაში კარგად დაინახოთ. როდესაც ბატონი მათიკაშვილი გველაპარაკება შალვა შავგულიძეზე, ბატონი კარლო კოპალიანი აგრძელებს, რომ ეს რა ქნა შალვა შავგულიძემ, ბოდიშს ვიხდი ამ ტერმინისთვის, მაგრამ ორი კახპა, ბოზი ქალის ურთიერთობას მაგონებს ჩვენი ერთმანეთის ლანძღვა. აქედან ჩვენ გლანძღავთ, იქიდან თქვენ გვლანძღავთ, რომელი უფრო უარესია და ამ დროს საქართველო იჭყლიტება, რომ იცოდეთ, ხალხო“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

აკაკი ბობოხიძემ დეპუტატ კარლო კოპალიანს მიმართა, რომ მან წინა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული დეპუტატების მხარდაჭერით შექმნა უმრავლესობა.

„ათქვენ ყოფილ „ნაციონალებთან“ ურთიერთობა თურმე შეგეძლოთ, შალვა შავგულიძეს თურმე ყოფილ „ნაციონალებთან“ ურთიერთობის უფლება არ აქვთ. დიახ, თქვენ უმრავლესობა გააკეთეთ წინა პარლამენტში, როდესაც უკვე მიხვედით, დაშლის პირზე იყავით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასულ მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად. ამით პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღეთ მათთან ერთად, იმ ყველაფერზე, რაც ჩვენ დროს ხდებოდა, ოღონდ ამაზე ლაპარაკი არ გსურთ. გამიკვირდა, 26 მაისზე რომ დაიწყეთ ლაპარაკი, რადგან მეგონა, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ისაუბრებდით და მართლა გაოცებული ვიყავი. ყოჩაღთქო, ვიფიქრე, მაგრამ მერე დაუბრუნდით თქვენს ჩვეულ ფორმას. ბატონ ძიძიგურს მაინც მოუსმინეთ, რომ ძალადობით არ შეიძლება ხელისუფლების შეცვლაო. კარგად მახსოვს, 26 მაისს როგორ იყავით, სახალხო პატრული რომ გქონდათ, ფარები, კეტები და ძალადობაზე რომ ლაპარაკობდით, ბატონო კარლო, ამიტომაც შეიძლება არაადეკვატური, მაგრამ პასუხი მიიღეთ სახელმწიფოსგან, რაც მიიღეთ. ოღონდ გამომწვევი თქვენ იყავით, ბატონებო. მე „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან ლაპარაკიც კი არ მინდა“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.