აკაკი ბობოხიძე - ნიკა მელიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ საჯაროდ ამის ლაპარაკი ცოტა უხერხულია
დღეს ფაქტია, რომ ოპოზიციას ჰყავს ერთი გამოცხადებული ლიდერი ნიკა მელია და მინდა, ღრმა პატივისცემა გამოვხატო ამ ადამიანის მიმართ, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, ნიკა მელიამ პრაქტიკულად არჩევანი გააკეთა მის პიროვნულ უსაფრთხოებას, მის პიროვნულ დისკომფორტსა და მის პოლიტიკურ არჩევანის შორის.
„ვიტყოდი, სხვათა შორის, რომ პოლიტიკური არჩევანის სასარგებლოდ გააკეთა ეს გადაწყვეტილება. სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ რომ იცოდეთ, ამის საჯაროდ და სახალხო ლაპარაკი ცოტა ამ მომენტისთვის არათუ უხერხულია, არამედ შეიძლება ხელის შემშლელიც იყოს. ამ პროცესს, ბრძოლას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ჰყავს რეალური, ნამდვილი მეორე ლიდერი და ეს არის გიგა ბოკერია, გიორგი კანდელაკი, გიგი წერეთელი. დღეს ბრძოლას აქვს ორკომპონენტიანი მდგენელი, ერთი ქართველი ხალხის პროტესტი და მეორე ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა, რადგან დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც ქართველი ხალხის რეალურად არ ეშინია. ეს ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.