აკაკი ბობოხიძე - „ევროპული საქართველო“ პარტიულად ვერ შეუერთდება იმ ღონისძიებებს, რომელთა დაგეგმვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობა არ მიუღია
ორგანიზატორი პარტიების მხრიდან არა თუ კოორდინირებაზე მზაობა, არამედ შემოთავაზებაც არ გამიგონია, ამიტომ „ევროპული საქართველო“, ცხადია, პარტიულად ვერ შეუერთდება იმ ღონისძიებებს და ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, რომლის არც დაგეგმვაში, არც გადაწყვეტაში მონაწილეობა არ მიუღია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ განუცხადა.
„ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას, როგორც არასდროს, ისე სჭირდება კოორდინაცია, კოორდინაციას სჭირდება თანამშრომლობა. სამწუხაროდ, ორგანიზატორი პარტიების მხრიდან არა თუ კოორდინირებაზე მზაობა, არამედ შემოთავაზებაც არ გამიგონია, ამიტომ „ევროპული საქართველო“, ცხადია, პარტიულად ვერ შეუერთდება იმ ღონისძიებებს და ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, რომელთა არც დაგეგმვაში, არც გადაწყვეტაში მონაწილეობა არ მიუღია. პარტიის წევრები მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, ეს მათ პირადად უნდა გადაწყვიტონ“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.