აკაკი ბობოხიძე - ძალიან მინდა, რომ საკითხი ჩავარდეს
აკაკი ბობოხიძე - ძალიან მინდა, რომ საკითხი ჩავარდეს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში, „ევროპულ საქართველოზე“ სრულად პასუხისმგებლობის გადატანა ვერ მოხდება.

თუმცა, ბობოხიძის თქმით, პირველი მოსმენით ჩავარდნის შემთხვევაში, ივანიშვილს ნაწილობრივ მათზე გადაბრალების საშუალება ექნებოდა.

მისივე განმარტებით, „ევროპულმა საქართველომ“ მონაწილეობა მიიღო პირველი მოსმენით კენჭისყრაში, რა დროსაც ჩავარდნის შემთხვევაში, საკითხი იხურება, მეორე, მესამე მოსმენისას კი შესაძლებელია, საკითხი სხვა დროს კენჭისყრაზე კვლავ გავიდეს.

„პირველ მოსმენაზე თუ საკითხი ჩავარდებოდა, ასეთ შემთხვევაში საკითხი იხურება, აღარ განიხილებოდა მომავალში. მეორე მოსმენაზე თუ საკითხი ჩავარდება ან მესამე მოსმენაზე, ამით საკითხი არ სრულდება, მეორე, მესამე, მეოთხე დღეს შეიძლება, ხელახლა კენჭისყრაზე გავიდეს საკითხი.

თუ პირველ მოსმენაზე კენჭისყრა ჩავარდებოდა და ჩავარდებოდა ვთქვათ, სამი ხმით, დააკლდებოდა სამი ხმა ბიძინა ივანიშვილს, შეეძლო ეთქვა, რომ მე სრულად მობილიზება ვერ გავაკეთე, გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, შეიძლება აპირებდა კიდეც ეთქვა, რომ მე მოულოდნელობის გამო დამაკლდა რამდენიმე ხმა და კეთილი გენებათ და შეგევსოთ. ჩვენზე ვერც ერთ შემთხვევაში ივანიშვილი სრულად პასუხისმგებლობას ვერ გადმოიტანს, რადგან მან პირველი ნაწილი არ შეასრულა და ამას ლაპარაკობს ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს საქმეებში არიან ჩართულნი.

ამიტომ, ივანიშვილს ერთი მხრივ ნაწილობრივ ჩვენზე გადმობრალების საშუალება ექნებოდა და რაც მთავარია, საკითხი ჩავარდებოდა და დაესმებოდა წერტილი. ამიტომ ჩვენ ამის საშუალება არ მივეცით ბიძინა ივანიშვილს. მას მაშინ ძალიან ბევრი ხმა უნდა დაეკლო კენჭისყრისთვის. უკვე მეორე და მესამე მოსმენაზე აზრი არ აქვს ბიძინა ივანიშვილის ხმრიდან საკითხის ჩაგდებას, რადგან ჩავარდა? ხვალ გავიტანოთ, ხვალ ჩავარდება? ზეგ გავიტანოთ“,- განაცხადა ბობოხიძემ.

ბობოხიძის თქმით, მას სურს, საკითხი ჩავარდეს.

„უფრო მეტსაც გეტყვით, ძალიან მინდა, რომ საკითხი ჩავარდეს. იმიტომ კი არა, რომ საკითხი საბოლოოდ ჩავარდება, არა, დღეს ბიძინა ივანიშვილი უკვე თამამად გვეუბნება, რადგან მყარად არის დარწმუნებული, რომ რაც არ უნდა დაუჯდეს, საკითხი უნდა გაიტანოს ჩვენგან დამოუკიდებლად. ამიტომ რადგან უკვე თავის თავში ჩამოყალიბდა, რომ გააქვს, ძალიან კარგად იცის, რომ ყველა ხმას აკონტროლებს. ამიტომაა დარწმუნებული, რომ რაღაცა მართლა ჩეპე თუ არ მოხდა და რომელიღაც დეპუტატების ჯგუფი ავარიაში თუ არ მოყვა, საკითხი გავა. მაგრამ თუ არ გავიდა საკითხი, ჩვენ პირდაპირ დავუსვამთ ბიძინა ივანიშვილს საკითხს, ხომ გინდა საკითხი გავიდეს, ხომ ამბობს, რომ მინდა გავიდეს, მაგრამ დაგაკლდა ხმები, ჩვენი ხმები გჭირდება ისევ ვერ გაგაქვს? ამ მოცემულობის წინაშე დადგება ბიძინა ივანიშვილი? გამოუშვი რურუა და დაგიბრუნდება ეს ხმები. 20 კია რა, 27 ხმა. ოღონდ ვიმეორებ, ბიძინა ივანიშვილი ამ საკითხს ამ მდგომარეობამდე არ მიიყვანს“,- განაცხადა ბობოხიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.