აკაკი ბობოხიძე - დიახ, გარეჯის რაღაც ნაწილი ამ წუთში არ არის საქართველო, უდავოდ არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და ვერც შევედავებით
ხალხო, რომ იცოდეთ, გარეჯი არის ძალიან დიდი სამონასტრო კომპლექსი და დიახ, გარეჯის რაღაც ნაწილი არ არის საქართველო. ისტორიულად კი არა, ამ წუთში არ არის საქართველო და ის უდავოდ არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, არც არავინ არ დავობს და ვერც შევედავებით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველო“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„თუ აზერბაიჯანი ამას დაგვითმობს თავისი კეთილი ნებით, არ ვიცი. რატომ უნდა დაგვითმო, ეგ იქნება მხოლოდ მათი საქმე. გარეჯის ერთი ნაწილი, რომელიც ჩვენ გვახსოვს, რომლითაც ადამიანის არაინფორმირებულობაზე, არ მინდა სიტყვა უვიცობა ვიხმარო ზოგიერთთან, რაზე დაყრდნობითაც საქართველოს ხელისუფლება აპელირებს და ე.წ. ურა პატრიოტები, გარეჯი რაც გონია ქართველი ხალხის დიდ ნაწილს, ის გარეჯი ჩვენ რომ ბავშვობაში ექსკურსიებზე დავდიოდით, ის გარეჯი, ახლაც საქართველოს ტერიტორიაზე. არც ეჭვის ქვეშ არ დამდგარა და მომავალშიც იქნება საქართველოს ტერიტორიაზე, თუ ჩვენ ქართულ სახელმწიფოს გავუფრთხილდებით იმ საზღვრებში, რომელშიც ვართ. საზღვრები ცვალებადია, თუ მას არ უფრთხილდება მისი რეალური მეპატრონე, ხანდახან შეიძლება შეიცვალოს. არის სადავო ნაწილი. დღეს ივერი მელაშვილმაც თქვა – „გარეჯი საქართველოა“, მაგრამ ხვალ და ზეგ ვიღაც აღმოაჩენს, რომ გარეჯის რაღაც ნაწილი არ არის საქართველო, რადგან მართლა არ არის საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე და რა გამოვა, ვატყუებთ ხალხს? ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ დიახ, გარეჯი საქართველოა, ურა პატრიოტულ ლოზუნგებში კი არ უნდა შევეჯიბროთ ერთმანეთს, არამედ უნდა ვთქვათ, დიახ, ეს არის პრობლემა, ეს არის ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა, ასევე ქართველების ხელით შექმნილი, ოღონდ ეს არის ისტორია. დღევანდელი საქართველო არის აღიარებული იმ საზღვრებში, რაშიც არის და იმისთვის, რომ ჩვენს სასარგებლოდ შევცვალოთ დღევანდელი საზღვრები, გვაქვს მხოლოდ ურთიერთშეთანხმებისა და მოლაპარაკების გზები“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.