აკაკი ბობოხიძე - ჩვენი ქვეყნის ისტორიის ბედუკუღმართობის ბრალია, რომ ისტორიული ნაწილი აღმოჩნდა სხვადასხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე და დღეს ვართ აღიარებული იმ ტერიტორიაზე, რა ტერიტორიაზეც ვართ
საქართველოს არც ერთი ხელისუფლების მხრიდან ბერთუბანის გადმოცემაზე პრეტენზია აზერბაიჯანთან არ დამდგარა, ჩიჩხიტურს რაც შეეხება დიახ, მეც ვთვლი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, ოღონდ ამას სჭირდება ორივე მხარის თანხმობა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველის“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.
როგორც აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ რუსული პროპაგანდის წისქვილზე ასხამს წყალს.
„ის, რომ დავით გარეჯს გვართმევს ზერბაიჯანი, არ არის მართალი და ამის შესახებ ხალხს სწორად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია. დავითგარეჯის ლავრა, რომლის წართმევაზეც ადამიანებს უკიჟინებენ, არის საქართველოს ტერიტორიაზე, არავის მისი პრეტენზია არ აქვს და დარჩება საქართველოს ტერიტორიაზე, რადგან არც კი განიხილება არავის მხრიდან არც გადაცემა, არც მოთხოვნა. არის მეორე ნაწილი ქართული დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის, სხვა ტაძრებისა, რომლებსაც სახელებსაც სახელადაც კი სხვა ჰქვია ხო, ბერთუბანი. ოღონდ ერთი კომპლექსია ეს ყველაფერი, რომელიც დღესდღეობით იმყოფება აზერბაიჯანის ჩვენს მიერ აღიარებულ ტერიტორიაზე. არის კომპლექსის რამდენიმე ტაძარი, ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც დასადგენია, არის საქართველოსი თუ არის აზერბაიჯანის, სწორედ ის, რომ ეს დადგენილი არ არის ნიშნავს, რომ ქართული მხარე არაფრის დათმობას არ აპირებდა. იმედი მაქვს, რომ არც ეს ხელისუფლება არ დათმობს. ამიტომ საქართველოს ხელისუფლება არაინფორმირებულობის გამო, ნუკი ცდილობს აპელირება მოახდინოს იმ ადამიანებზე, რომლებმაც საქმის არსი არ იცის“, – განაცხადა ბობოხიძემ.
მისივე თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება თვლის, რომ ბერთუბანი არ არის აზერბაიჯანის ტერიტორია, კეთილი ინებოს და პირდაპირ მოითხოვოს მაშინ აზერბაიჯანს, რომ ბერთუბანიც გადმოსცეს.
„არა, საქართველოს არც ერთი ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის არც ამ ხელისუფლების მხრიდან ბერთუბნის გადმოცემაზე პრეტენზია აზერბაიჯანთან არ დამდგარა, ჩიჩხიტურს რაც შეეხება, დიახ, ხომ მეც ვთვლი, რომ საქართველოს ტერიტორიაზეა, ოღონდ ამას სჭირდება ორივე მხარის თანხმობა. მაგრამ არის ლავრა, რომელიც ასევე უდავოდ არის ჩვენს ტერიტორიაზე და არავინ მას არ გვედავება, არ უნდა მივაწოდოთ ხალხს ინფორმაცია, რომ დავით გარეჯი მთლიანად წაგვართვა ვიღაცამ. ბერთუბანი ჩემის აზრით, სამწუხაროდ ისევე არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, როგორც, ვთქვათ ქურმუხი, რომელიც არის ქართული კულტურის ძეგლი, არის მართლმადიდებლური საკულტო ტაძარი, ოღონდ დღეს არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ყველა, ვინც ამბობს, რომ არ უნდა შევურიგდეთ ბერთუბანის იქით ტერიტორიაზე დატოვებას, ვეკითხები, რატომ ურიგდებით მაშინ ქურმუხის იქეთ ტერიტორიაზე დატოვებას. ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ბედუკუღმართობის ბრალი, რომ ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ნაწილი აღმოჩნდა სხვადასხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე და დღევანდელი საქართველო ვართ აღიარებული იმ ტერიტორიაზე, რა ტერიტორიაზეც ვართ. რაც შეეხება ივერი მელაშვილის განცხადებას, მან თქვა, რომ როცა მოლაპარაკებები მიდის რაღაცაზე, მოლაპარაკებები სწორედ იმიტომ მიდის, რომ რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით. ანუ ჩვენ კი ვთვლით რომ ეს ასეა, მაგრამ მეორე მხარე თვლის სხვანაირად და მოლაპარაკება სწორედ იმას სჭირდება, რომ რაღაცნაირად შეთანხმებას მივაღწიოთ. რაც ყველაზე უფრო მთავარია, ამ წუთში მე ვხედავ ერთ რამეს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ჩაუნერგონ აზრი, რომ დავით გარეჯს მთლიანად გვედავება და მთლიანად მიიტაცა ვიღაცამ, ეს არ არის ასე. ლავრაში როგორც მივდიოდით, ისე მივდივართ და არამარტო მივდივართ. არა, ის რომ საქართველო ტერიტორიაა, ამას ეჭვის ქვეშ არ აყენებს არა თუ ქართული მხარე, არამედ აზერბაიჯანიც. ნუ დავაბრალებთ აზერბაიჯანს იმას, რასაც არ აპირებს. მოდი, აზერბაიჯანს ვეკამათოთ ის, რაც არის სადაო, ჩიჩხიტური არის თუ არა და საზღვარი არის ცოტა იქეთ, თუ ცოტათი აქეთ, სად ხვდება ეს ძეგლი“, – განაცხადა ბობოხიძემ.