აკაკი ბობოხიძე - „ქართული ოცნება“ მაგონებს კაცს, რომელიც ადიდებულ მდინარეს მიაქვს და თან გაიძახის, ვცურავ, ვბანაობო
„ქართული ოცნება“ მაგონებს კაცს, რომელიც ადიდებულ მდინარეს მიაქვს, მიჰყვება მდინარეს და თან გაიძახის, ვცურავ, ვბანაობო, დღეს ამ მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.
როგორც აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების გარდა, სხვა გზა არ აქვს.
„ქართულ ოცნებას“ წაკითხულისგან შინაარსის გამოტანა რომ უჭირს, ახალი არ არის. მინდა, ვაჩვენო ადამიანებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების გარდა, „ოცნებას“ სხვა გზა არ აქვს. „ქართული ოცნება“ მაგონებს კაცს, რომელიც ადიდებულ მდინარეს მიაქვს, მიყვება მდინარეს და თან გაიძახის, ვცურავ, ვბანაობო, დღეს ამ მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“. „ქართულ ოცნებას“ შანსიც კი არ დარჩა, რომ ეს საკითხი ჩააგდოს. სხდომას რა თქმა უნდა, დავესწრებით თუ „ქართული ოცნებას“ ხმები არ ყოფნის საკითხის გასატანად, ამისთვის უნდა შესრულდეს პირობა“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.