აივნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი
აივნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი

ჯავახიშვილის ქუჩაზე, სადაც ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა, ამ დრომდე რჩებიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, რათა შემდგომი ჩამონგრევის საფრთხე მოიხსნას.

რაც შეეხება დაშავებულ მამაკაცს, ის დაახლოებით 40 წლისაა და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მიერ ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც ადგილობრივები ყვებიან მამაკაცი აივანზე სკამზე იჯდა და ჩამოვარდა .