კომპანია Airbus-ი აქტიურად მუშაობს, რათა მძიმეწონიან მგზავრებს ფრენისას მეტი კომფორტი შეუქმნას.
The Consumerist-ის ცნობით, ავიალაინერების მწარმოებელმა უკვე შეავსო საპატენტო აპლიკაცია „მგზავრთა გრძელი სკამის რეკონფიგურაციის შესახებ“, რაც გულისხმობს თვითმფრინავში დასაჯდომ არა ინდივიდუალურ სკამებს, არამედ ერთ გრძელ სკამს. მიზეზი მძიმეწონიამ მგზავრთა გაზრდილი რაოდენობაა.
თითოეულ ასეთ გრძელ სკამზე შესაძლებელია მოთავსდეს ორი მძიმეწონიანი ადამიანი, სამი ნაკლებ მძიმეწონიანი ადამიანი ან ორი ზრდასრული და ორი ბავშვი. საპატენტო აპლიკაციაში, რომელიც კომპანიამ აგვისტოში შეავსო და ახლახან, აშშ-ის ვაჭრობისა და საპატენტო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა, Airbus-ი აღნიშნავს, რომ სკამის კონფიგურაცია შეიძლება შეიცვალოს ოპერატორის ან სპეციფიკური ჯგუფის მოთხოვნის საფუძველზე; მათ შორის არიან მოხუცები, მძიმეწონიანი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრები.