აიოვას შტატში, დემოკრატების შიდაპარტიულ კენჭისყრაში პიტ ბუტეჯეჯი ლიდერობს
აიოვას შტატში, დემოკრატების შიდაპარტიულ კენჭისყრაში პიტ ბუტეჯეჯი ლიდერობს.
აიოვაში გამართული ე.წ. კოკუსის წინასწარი შედეგები ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. დათვლილია კენჭისყრაში მონაწილე დემოკრატიული პარტიის აქტივისტების ხმათა 62%. შედეგად პიტ ბუტეჯეჯს 362 637 ხმა აქვს მიღებული, ხოლო ვერმონტელ სენატორ ბერნი სანდერსს 337 887. მესამე ადგილზეა ელიზაბეთ უორები, ხოლო ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მეოთხეა.
აშშ-ის მრავალწლიანი ტრადიციის მიხედვით, ე.წ. კოკუსი კანდიდატების პირველ ოფიციალურ რეიტინგად მიიჩნევა და საპრეზიდენტო რბოლაში მათი მონაწილეობის შანსს აჩვენებს.