აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ირანმა ისლამური რესპუბლიკის ჩამოგდების მცდელობა აღკვეთა
ირანმა „საგარეო მტრების“ მცდელობები, რომ კანონიერი საპროტესტო აქციები ისლამური რესპუბლიკის ჩამოგდების მცდელობაში გადაეზარდათ, ჩაახშო, – ამის შესახებ ირანის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.
ირანულ მედიასა და მისი Twitter-ის გვერდზე გაკეთებულმა განცხადებებმა ხაზი გაუსვა მათ თავდაჯერებულობას, რომ ქვეყანაში მომხდარი არეულობა, რომელიც 80-ზე მეტ ქალაქში გავრცელდა და სულ მცირე 22 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ჩამცხრალია.
ხამენეის შეფასებით, დონალდ ტრამპის განცხადება, რომ ირანელი ხალხი სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძოდა და მათ აშშ საჭირო მომენტში გვერდით დაუდგებოდა, ფარისევლურია.
ირანის უმაღლესი ლიდერის თქმით, ის დემონსტრანტები, რომლებმაც პროტესტი ფასების ზრდის წინააღმდეგ დაიწყეს და ბოლოს პოლიტიკურ მოთხოვნებზე გადავიდნენ, ცეცხლს ეთამაშებიან.