აიათოლა ალი ხამენეიმ რეგიონულ დაძაბულობაში აშშ და ზოგიერთი ევროპული ქვეყანა დაადანაშაულა
ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ რეგიონულ დაძაბულობასა და ომებში აშშ და ზოგიერთი ევროპული ქვეყანა დაადანაშაულა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ხამენეის განცხადებით, აშშ და ევროპის ქვეყნების ნაწილი ტყუიან, როდესაც აცხადებენ, რომ რეგიონში მშვიდობასა და სიმშვიდეს მოიტანენ. ირანის სულიერი ლიდერის თქმით, ისინი რეგიონიდან უნდა დაიკარგონ, რათა ქვეყნებმა მშვიდობაში იცხოვრონ.
ირანის სულიერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ გლოვობს „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას გარდაცვალებას. გავრცელებული ცნობით, პირველ ოქტომბერს ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის ბრძანება აიათოლა ალი ხამენეიმ პირადად გასცა.