აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენთან დაკავშირებული ინციდენტის გამო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია
ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ პრეზიდენტის ვერტმფრენთან დაკავშირებული ინციდენტის გამო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ინციდენტის ადგილას გაიგზავნა სამედიცინო პერსონალი, მათ შორის სასწრაფო დახმარების ბრიგადები და ქირურგები, ასევე სპეცტრანსპორტი და აღჭურვილობა.
შეგახსენებთ, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ირანის პროვინციიდან თეირანში ბრუნდებოდა, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში ჩამოვარდა.
ამასთან, ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი „მძიმედ დაეშვა“.