აიათოლა ალი ხამენეი - ვერავინ დაუპირისპირდება მუსლიმებს და წინააღმდეგობის ძალებს, თუ სიონისტური რეჟიმის დანაშაული პალესტინელების წინააღმდეგ გაგრძელდება
აიათოლა ალი ხამენეი - ვერავინ დაუპირისპირდება მუსლიმებს და წინააღმდეგობის ძალებს, თუ სიონისტური რეჟიმის დანაშაული პალესტინელების წინააღმდეგ გაგრძელდება

ვერავინ დაუპირისპირდება მუსლიმებს და წინააღმდეგობის ძალებს, თუ სიონისტური რეჟიმის დანაშაული პალესტინელების წინააღმდეგ გაგრძელდება, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.

ალი ხამენეის თქმით, რაც არ უნდა გააკეთოს სიონისტურმა რეჟიმმა, ის ვერ აანაზღაურებს იმ სამარცხვინო მარცხს, რომელიც მან განიცადა ამ შემთხვევაში.

„სიონისტური რეჟიმი უნდა გასამართლდეს. პალესტინის შემთხვევაში, რაც მთელი მსოფლიოს თვალწინ დგას, არის გენოციდის დანაშაული უზურპატორული რეჟიმის მიერ. მთელი მსოფლიო ხედავს ამას. როგორც არაერთი ინფორმაცია გვამცნობს, სიონისტური რეჟიმის შიგნით ამ დღეების და გასული კვირის პოლიტიკას ამერიკელები არეგულირებენ; პოლიტიკას ატარებენ. სასწრაფოდ უნდა შეწყდეს დაბომბვები. მუსლიმი ერები ძალიან გაბრაზებულები არიან“, – აღნიშნა ირანის სულიერმა ლიდერმა.