აიათოლა ალი ხამენეი - თითქმის ასდღიანი დანაშაულის ჩადენის შემდეგ სიონისტურმა რეჟიმმა ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია, რეჟიმი დაღლილია, დამცირებული და ნანობს შუბლზე კრიმინალური შტამპით
აიათოლა ალი ხამენეი - თითქმის ასდღიანი დანაშაულის ჩადენის შემდეგ სიონისტურმა რეჟიმმა ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია, რეჟიმი დაღლილია, დამცირებული და ნანობს შუბლზე კრიმინალური შტამპით

დანაშაულები, რომელთაც ისრაელი პალესტინელების წინააღმდეგ ჩადის, არ იქნება დავიწყებული დედამიწის პირიდან რეჟიმის მოსპობის შემდეგაც, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.

ირანის სულიერი ლიდერის თქმით, ღაზის შემთხვევაში პალესტინის წინააღმდეგობის გამარჯვებისა და „სიონისტური რეჟიმის“ დამარცხების შესახებ პროგნოზები ახდება.

„თითქმის ასდღიანი დანაშაულის ჩადენის შემდეგ სიონისტურმა რეჟიმმა ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია. რას ნიშნავს დამარცხება? – აი, რას ნიშნავს დამარცხება: მათ თქვეს, რომ ჩვენ გავანადგურებთ „ჰამასს“, მაგრამ ვერ მოახერხეს; მათ თქვეს, ჩვენ გავიყვანთ ღაზის მოსახლეობას, მაგრამ ვერ მოახერხეს; მათ თქვეს, შევაჩერებთ წინააღმდეგობის ქმედებებს, მაგრამ ვერ შეძლეს. წინააღმდეგობა ცოცხალია, ახალია და მზადყოფნაშია, ხოლო რეჟიმი დაღლილი, დამცირებული და ნანობს შუბლზე კრიმინალური შტამპით. ესაა ვითარება, რომელიც დღეს არის“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.