აიათოლა ალი ხამენეი „კოვიდ-19“-ის რეგულაციების დარღვევისთვის მკაცრი სასჯელის შემოღებას მოითხოვს
აიათოლა ალი ხამენეი „კოვიდ-19“-ის რეგულაციების დარღვევისთვის მკაცრი სასჯელის შემოღებას მოითხოვს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
შესაბამისი განცხადება ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ დღეს კორონავირუსის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გააკეთა.
ირანის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანამ პანდემიასთან გამკლავებისას აშშ-ის შეცდომები არ უნდა გაიმეოროს.
„ზოგიერთ ქვეყანას, მაგალითად, აშშ-ს, ყველაზე ცუდი მენეჯმენტი აქვს. ასეთი ქცევა და შეურაცხყოფა დამახასიათებელია ამერიკელებისთვის, რომლებიც დებატებსა და ბრიფინგებზე თავს საჯაროდ იმცირებენ. ჩვენ უნდა ვეცადოთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რადგან საქმე ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, უსაფრთხოებასა და ეკონომიკას ეხება“ , – განაცხადა აიათოლა ხამენეიმ.
ირანში „კოვიდ-19“-ის 562 705 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 32 320 ადამიანი გარდაიცვალა.