აიათოლა ალი ხამენეი - ისრაელზე თავდასხმა სრულიად კანონიერი იყო, ეს არის მინიმალური სასჯელი მისი დანაშაულებისთვის
ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ 1-ელ ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა შეაქო და მას „სრულიად კანონიერი“ უწოდა.
ამის შესახებ მან იმამ ხომეინის მოსალას მეჩეთში სიტყვით გამოსვლის დროს თქვა.
ხამენეის თქმით, ეს იყო „მინიმალური სასჯელი“ ისრაელისთვის მისი „დანაშაულებისთვის“.
ხამენეიმ თქვა, რომ ისრაელის რეჟიმი „ვამპირია“, აშშ-ი კი, „ცოფიანი ძაღლი“.
სიტყვით გამოსვლისას, ირანის სულიერმა ლიდერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თეირანი ისრაელის წინააღმდეგ „ძალითა და სიმტკიცით“ იმოქმედებს.
მან ორჯერ გაუსვა ხაზი, რომ ირანი „არ იყოყმანებს“ და „საკითხს შემდეგისთვის არ გადადებს“, როდესაც საქმე ისრაელს ეხება.
თავისი გამოსვლის პირველ ნაწილში, რომელიც სპარსულ ენაზე წარმოთქვა, ხამენეიმ ხაზი გაუსვა მუსლიმთა „ერთიანობას“ მთელ მსოფლიოში ისლამის წმინდა წიგნის, ყურანის პრინციპებზე დაყრდნობით.
მისი თქმით, ირანს, პალესტინის სახელმწიფოს, ლიბანსა და სხვა მუსლიმურ ერებს, ერთი მტერი ჰყავთ.
ირანული მედიის ცნობით, ირანის სულიერი ლიდერი თავისი გამოსვლის ნაწილს არაბულ ენაზე წარმოთქვამს და ლიბანელებსა და პალესტინელებს მიმართავს.