აიათოლა ალი ხამენეი - ისრაელი არ არის სახელმწიფო, ეს არის კრიმინალური დაჯგუფება
ისრაელი არ არის სახელმწიფო, ეს არის მკვლელებისა და ტერორისტების კრიმინალური დაჯგუფება, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.
აიათოლა ალი ხამენეიმ ოფიციალურად დაუჭირა მხარი არჩეულ პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს თეირანში, იმამ ხომეინის ჰუსეინიაში გამართულ ცერემონიაზე. ღონისძიებას ეროვნული და სამხედრო ოფიციალური პირები და თეირანში მყოფი რეზიდენტი ელჩები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ პეზეშკიანმა არჩევნები მოიგო და მისი მთავარი დაპირებები პრაგმატული საგარეო პოლიტიკა და ქვეყნის შიგნით რეპრესიების შემსუბუქებაა.