აიათოლა ალი ხამენეი - ირანი მოვალეობად მიიჩნევს, შური იძიოს ისმაილ ჰანიეს მოწამებრივი მკვლელობისთვის
აიათოლა ალი ხამენეი - ირანი მოვალეობად მიიჩნევს, შური იძიოს ისმაილ ჰანიეს მოწამებრივი მკვლელობისთვის

ირანი თავის მოვალეობად მიიჩნევს, შური იძიოს ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჰანიეს მოწამებრივი მკვლელობისთვის, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.

ირანის სულიერი ლიდერის თქმით, ჰანიეს მკვლელობით კრიმინალურმა და ტერორისტულმა სიონისტურმა რეჟიმმა მოამზადა სასტიკი სასჯელის საფუძველი.

ხამენეის განცხადებით, მოწამე ჰანიემ მრავალი წლის განმავლობაში ძვირფასი სიცოცხლე მიუძღვნა წინააღმდეგობას და მზად იყო მოწამეობისთვის და ამ გზას შესწირა თავისი შვილები და ხალხი.

„ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე გასულ ღამეს თეირანში მოკლეს. „ჰამასის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ისმაილ ჰანიეს ლაჩრული მკვლელობა უპასუხოდ არ დარჩება“.