აიათოლა ალი ხამენეი - ირანი კვლავ მიიჩნევს, რომ ზანგეზურის დერეფნის იდეა სომხეთის ინტერესებს არ შეესაბამება
ირანი კვლავ მიიჩნევს, რომ ზანგეზურის დერეფნის იდეა სომხეთის ინტერესებს არ შეესაბამება, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ხამენეიმ ხაზი გაუსვა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სომხეთ-ირანული ურთიერთობები განვითარდება ორმხრივი ინტერესების საფუძველზე, სხვა ქვეყნების პოლიტიკისგან დამოუკიდებლად.
ირანის სულიერმა ლიდერმა ასევე დასძინა, რომ უცხო სახელმწიფოები არ უნდა ჩაერიონ მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში.