აიათოლა ალი ხამენეი - აშშ-ის სანქციები ირანის მთავრობის წინააღმდეგ ირანელი ხალხის აჯანყების მცდელობას ემსახურება
ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მათ წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებში ადანაშაულებს. მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები ირანის მთავრობის წინააღმდეგ ხალხის ამბოხებას ისახავს მიზნად.
„ეკონომიკური ზეწოლა სანქციების შედეგად სინამდვილეში ხალხის გახლეჩვისა და მთავრობის წინააღმდეგ მოსახლეობის აჯანყების მცდელობაა“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით 2018 წლის მაისში ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა, რასაც დანარჩენი ხელმომწერი ქვეყნების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ამავდროულად, ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში ირანის წინააღმდეგ სანქციები რამდენჯერმე დაწესდა.