აიათოლა ალი ხამენეი - ამერიკელები არ დარჩებიან ერაყსა და სირიაში, ისინი განდევნილი იქნებიან
ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, სირიიდან და ერაყიდან ამერიკელები განდევნილი იქნებიან. ირანის სულიერი ლიდერის თქმით, ავღანეთში, სირიასა და ერაყში ამერიკელების ქმედებებმა, მათ მიმართ სიძულვილი გამოიწვია.
„ამერიკელები არ დარჩებიან ერაყსა და სირიაში, ისინი განდევნილი იქნებიან“, – თქვა აიათოლა ალი ხამენეიმ.
ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც მიმდინარე წლის 3 იანვარს, აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატის იერიშის შედეგად, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ირანელი გენერალი, ყასემ სოლეიმანი მოკლეს. საპასუხოდ, ირანმა ერაყში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა.