აიათოლა ალი ჰამენეი- ყველა მუსლიმური ქვეყანა უნდა გაერთიანდეს აშშ-ის წინააღმდეგ
ირანის სულიერი ლიდერი მუსლიმურ ქვეყნებს აშშ-ისა და საერთო მტრების წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოწოდებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
„ირანელი ხალხი წარმატებით უწევს წინააღმდეგობას აშშ-ისა და სხვა ამპარტავანი ქვეყნების დაშინების მცდელობას. ჩვენ ასე გავაგრძელებთ. ყველა მუსლიმური ქვეყანა უნდა გაერთიანდეს აშშ-ის წინააღმდეგ“ – განაცხადა აიათოლა ალი ჰამენეიმ.
ირანის სულიერმა ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება გააკრიტიკა, სადაც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთი ქვეყანა აშშ-ის დაცვის გარეშე ერთ კვირასაც ვერ გაძლებს. აიათოლა ალი ჰამენეის აზრით, აღნიშნული განცხადება მუსლიმური ქვეყნების დამცირებაა.