აიათოლა აჰმად ხატამი - აშშ-ის მსგავსად, ევროპელების ნდობაც შეუძლებელია, ირანის მტრების ნდობა არ შეიძლება
აშშ-ის მსგავსად, ევროპელების ნდობაც შეუძლებელია, ირანის მტრების ნდობა არ შეიძლება – ამის შესახებ ირანის კონსერვატიული ბანაკის წარმომადგენელმა, აიათოლა აჰმად ხატამიმ განაცხადა.
ხატამის თქმით, ამერიკელები ყოველთვის ცდილობენ, ირანის თეირანში რეჟიმის შეცვლას და ბირთვული შეთანხმებიდან სწორედ ამ მიზნით გავიდნენ.
ვაშინგტონმა ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ 8 მაისს განაცხადა. თეირანის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას აიათოლა აჰმად ხატამიმ კრიტიკული განცხადებები გააკეთა ისრაელის მისამართითაც.
ხატამიმ აღნიშნა, რომ ისრაელის მხრიდან „სულელური მოქმედების“ შეთხვევაში, თელ-ავივი და ხაიფა მთლიანად განადგურდება.