„აიაქსის" ნახევარმცველი ერთწლიანი კომის შემდეგ გონს მოვიდა
„აიაქსის" ნახევარმცველი ერთწლიანი კომის შემდეგ გონს მოვიდა

ამსტერდამის “აიაქსის” ნახევარმცველი აბდელჰაკ ნური, რომელიც 2017 წლის ივლისიდან დღემდე კომაში იყო, გონს მოვიდა და ოჯახის წევრებთან კონტაქტიც კი დაამყარა.

„ნევროლოგიური სიტუაცია გაუმჯობესდა – ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, მაგრამ ფიზიკურად ის კვლავინდებურად სუსტია. ნურის არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება. ერთადერთი მხოლოდ თავის მოძრაობა შეუძლია. ასე რომ, დროის უმეტესი ნაწილი წევს და ხანდახან სავარძელში გადაგვყავს.
არ მინდა დეტალებზე საუბარი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ შესაძლებელია მასთან კონტაქტი. მას შესანიშნავად ესმის, რასაც ველაპარაკებით, თუმცა პასუხის გაცემა ჯერ ისევ უმძიმს”, – განაცხადა ფეხბურთელის ძმამ.

21 წლის ნახევარმცველმა შარშან, ივნისში ბრემენის “ვერდერთან” ამხანაგური მატჩის დროს, გულის შეტევა გადაიტანა, რის გამოც თავის ტვინი დაუზიანდა.