აჰმედ იმამკულიევი - „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ ჩემი თანხმობის გარეშე ჩემი სახელი შეუტანია საპარლამენტო სიაში, მივმართავ თინა ბოკუჩავას, სასწრაფოდ ამოიღეთ ჩემი სახელი
„ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ ჩემი თანხმობის გარეშე ჩემი სახელი შეუტანია საპარლამენტო სიაში. მივმართავ თინა ბოკუჩავას, სასწრაფოდ ამოიღეთ ჩემი სახელი, – ამის შესახებ აჰმედ იმამკულიევი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
როგორც იმამკულიევი წერს, უპასუხისმგებლოა ის, ვინც მისი სახელი საპარლამენტო სიაში შეიტანა.
აქედან მივმართავ პარტია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ქალბატონ თინა ბოკუჩავას, სასწრაფოდ ამოიღეთ ჩემი სახელი თქვენი საპარლამენტო სიიდან. ჩემი თანხმობის გარეშე, ჩემი სახელი შეუტანია „ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას“ საპარლამენტო სიაში. თქვენს საპარლამენტო სიაში ჩემი სახელი ვინც დაწერა და იფიქრა, ამით შეურაცხყოფას მომაყენებს ან ვითომ დამჩაგრავს, ის, პირველ რიგში, არის უპასუხისმგებლო არარაობა და დანარჩენი @&#%*+£!& რაც აქ საჯაროდ ვერ ვწერ“, – წერს აჰმედ იმამკულიევი.
„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ 50-კაციანი საარჩევნო სია გამოაქვეყნა, სადაც აჰმედ იმამკულიევი არ არის. ამასთან, არსებული ინფორმაციით, იმამკულიევი „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ 155-კაციან სიაში 152-ე ნომრად არის შეყვანილი.