აგვისტოში RS CAR გადასახადის გადამხდელებს 35 ლოკაციაზე მოემსახურება
აგვისტოს თვეში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR – გადასახადის გადამხდელებს 35 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.
რაც შეეხება ქალაქებს, ესენია: ლანჩხუთი, თეთრიწყარო, ხულო, ყაზბეგი, გურჯაანი, ყვარელი, ქედა, ახმეტა, ლენტეხი, დუშეთი, დმანისი, ხონი, მარტყოფი, ბაღდათი, ქარელი, ცაგერი, ნორიო, ხობი, კასპი, მანგლისი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ვანი, საჩხერე, ხარაგაული, ყაზბეგი, ტყიბული, ბაკურიანი, აბაშა, ადიგენი, მარტვილი, ასპინძა, ონი, ნინოწმინდა, საირმე.