აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად პარლამენტის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე.