აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების შვილების ნახატების გამოფენა გაიმართა
ელენე ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეაში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილების ნახატების გამოფენა გაიმართა.
პროექტი, რომელიც ბავშვებისთვის ხატვის სწავლებას ითვალისწინებს, თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ორი წლის წინ დაიწყო. გამოფენაზე 11 მოსწავლის 100-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
2008 წლის აგვისტოს საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული ცხრა სამხედრო მოსამსახურის შვილები, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეისა და თავდაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ხატვის კურსს ცხრა თვის განმავლობაში გადიოდნენ. ორგანიზატორებმა ბავშვები დიპლომებითა და საჩუქრებით დააჯილდოვეს.